კვლევები კომბუჩაზე
ალბათ, კომბუჩას სასარგებლო თვისებებიდან ერთ-ერთ მათგანზე მაინც გსმენია. იმუნური სისტემის, კუჭ-ნაწლავისა და მთლიანი ორგანიზმის სიჯანსაღის უზრუნველყოფის გარდა, კიდევ რამდენიმე პოტენციური ბენეფიტი არსებობს, რაც კომბუჩას ახასიათებს, რომელთა შესასწავლადაც კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ბლოგში სწორედ სასარგებლო თვისებების შესახებ ჩატარებულ თუ მიმდინარე კვლევებს განვიხილავთ.
- მეტაბოლიზმის დაჩქარება
კომბუჩა წონის დასაკლები სასწაულებრივი სასმელი სულაც არ არის. თუმცა, რადგან ზოგიერთი კომბუჩა მწვანე ჩაისგან მზადდება, ხოლო მწვანე ჩაი გალმჟავას (EGCG) შეიცავს, შეიძლება ვივარაუდოთ, თუ რატომ შეუძლია კომბუჩას მეტაბოლიზმის შედარებით დაჩქარები. ამ თემასთან დაკავშირებული კვლევები ჯერ-ჯერობით მცირეა, თუმცა, სავარაუდოა, რომ კომბუჩა მართლაც უწყობდეს ხელს მეტაბოლიზმს.
კვლევას შეგიძლია აქ გაეცნო სრულად
- სიმსივნის მკურნალობის ხელშეწყობა
მტკიცებულებები ნელ-ნელა იზრდება, რომ კომბუჩა სიმსივნის გარკვეული ტიპების მკურნალობისას კარგი დამხმარეა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ეს პოტენციური თვისება დაფუძნებულია მწვანე ჩაის შემადგელობაში არსებული ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს ეხმარებიან საზიანო ნივთიერებებისგან გაწმენდაში. კვლევის მიხედვით, კომბუჩა აჩერებს სიმსივნის შედეგად ახალი უჯრედების წარმოქმნას (ანგიოგენესისი), რაც ახალი სიმსივნული უჯრედების ზრდაა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ მაგალითად პროსტატის სიმსივნე ანგიოგენესზეა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ სისხლის ახალი უჯრედები იკვებებიან და ამით ხელს უწყობენ სიმსივნური უჯრედების ზრდას. ანგიოგენესის შეჩერებით კი, შესაძლებელია პროსტატის უჯრედების გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს თვისება ბოლომდე დადასტურებული არ არის, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიმსივნის შეჩერებას ხელს უწყობს პოლიფენოლები, გლუკონის, გლუკორონისა და რძე მჟავები და C ვიტამინი. ამ ყველაფერს კი, კომბუჩაში არსებული მწვანე ჩაი შეიცავს.
- გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა
გულის დაავადებები ზრდის შეტევების რისკებს, ჯანსაღი ცხოვრების წესი კი, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სიჯანსაღეს. რაშიც იგულისხმება, ჯანსაღი საკვები რაციონი და მათ შორის კომბუჩა. რატომ? ასეთი დაავადებების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ქოლესტერინის მაღალი დონეა, კომბუჩას კი, შესაძლოა, ქოლესტერინის დონის შემცირება შეეძლოს.
- ღვიძლის ჯანმრთელობა
რადგან კომბუჩას ჩვენი ორგანიზმის დეტოქსიკაცია შეუძლია, ამით ის ღვიძლს დატვირთულ ფუნქციონირებას უმსუბუქებს.
- სისხლში შაქრის შემცველობის შემცირება
კომბუჩა შესაძლოა სასარგებლო იყოს დიაბეტისთვისაც. მას შეუძლია ალფა-ამილაზას შეჩერება, რომელიც პანკრეასში არსებული პროტეინია და საჭმლის მიღების შემდეგ გლუკოზის მაღალ დონეს განსაზღვრავს. საკმარისი კვლევების ჩატარების შედეგად კი, სავარაუდოა, რომ კომბუჩა დიაბეტის მკურნალობისას, უკვე არსებულ მეთოდებთან ერთად დამატებითი დამხმარე გზა აღმოჩნდეს.
გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომაა კომბუჩას თვისებები ასეთი პოპულარული საკვლევი თემა. ამ თვისებებზე დაწვრილებით დეტალებს კი, დრო გვაჩვენებს.