hero picture hero picture hero picture hero picture

ჩვენი ამბავი 2013 წელს დაიწყო, იმ პერიოდში, როცა გუნდის ერთ-ერთი წევრი ამერიკაში სწავლობდა. პირველად სწორედ იქ აღმოაჩინა კომბუჩა, როგორც პროდუქტი, რამაც მაშინვე გაუჩინა ხედვა, რომ საქართველოში სასმელს კარგი პოტენციალი ექნებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ამ პროექტზე მუშაობაც დავიწყეთ. ჯანსაღი გამაგრილებელი სასმლის შექმნა, ისე, რომ თან შეგვენარჩუნებინა სასარგებლო თვისებები, დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის მიზანი. კომბუჩას ტრადიციამ კი, ჩვენს სურვილს უპასუხა. 

SWEE კომბუჩას საწარმო 

title decoration
icon icon

„სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის დახმარებით, შევქმენით მაღალტექნოლოგიური საწარმო სოფელ ყარაფილაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან 800 მეტრის დაშორებით. USAID-თან მეგობრობით ვცდილობთ, პატარა წვლილი ჩვენც შევიტანოთ საზღვართან მდებარე სოფლის განვითარებაში და სამუშაო ადგილების შექმნით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. დღეს სოფელი ყარაფილა ოკუპაციის სიმბოლოა, სწორედ აქ დგანან რუსეთის შეიარაჯებული ძალები. ასეთი გარემოება გვიჩენს სურვილს, სოფლის სიმბოლიზმი შევცვალოთ და ის ქართული საქმის კერად, ქართული საქმის კეთების სიმბოლოდ გადავაქციოთ. დღეს ჩვენს საწარმოში მუშაობენ როგორც ქართველი, ასევე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თანამშრომლები. სწორედ მათთან ერთად ვქმნით ყველაზე ცოცხალ, ბუნებრივ, სასმელს.

ჩვენი ხედვა და მიზანია შევქმნათ ფუნქციური სასმელი ყოველგვარი ხელოვნური დანამატების გარეშე. რის შესაძლებლობასაც ჩვენი თანამედროვე სახარში დანადგარებით აღჭურვილი საწარმო და განვითარებული ტექნოლოგია გვაძლევს. მათი გამოყენებით შეგვიძლია უარი ვთქვათ ხელოვნურ არომატიზატორებსა და პასტერიზაციის მეთოდებზე. სწორედ ასე ვქმნით ფერმენტირებულ ცოცხალ სასმელს — კომბუჩას.

ყველაფერს გემრიელი, სუფთა წყლით ვიწყებთ. რომელსაც 210 მეტრის სიღრმის ჭაბურღილიდან მოვიპოვებთ. წყალი გადის სამ-საფეხურიან ფილტრაციას. ვიყენებთ მხოლოდ უჟანგავი ფოლადის მასალას. ჩამოსხმის მექანიკა სრულად ავტომატიზირებულია, ხოლო პროცესი წყლის გაფილტვრიდან ბოთლში ჩამოსხმამდე მკაცრად გაკონტროლებული. მაღალტექნოლოგიური დამჟანგველი ჩვენს კომბუჩას უნიკალურ გემოს ანიჭებს და უხვად ავსებს მას სასარგებლო მჟავებითა და ბაქტერიებით.