არაპასტერიზებული კომბუჩა თუ პასტერიზებული?
ამ ბოლო პერიოდში კომბუჩათი თუ შენც დაინტერესდი, ალბათ, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთი ეტიკეტის მიხედვით, კომბუჩა პასტერიზებულია, ზოგიერთი კი, გვეუბნება, რომ ბუნებრივი. თუკი, ეტიკეტს არ დააკვირდები, გემომ შეიძლება ბოლომდე ვერ მიგახვედროს, რომ ყველა ჩამოსხმული კომბუჩა ერთნაირად არ იქმნება. კომბუჩას ორი ტიპი არსებობს: პასტერიზებული და არაპასტერიზებული. ამ ბლოგში სწორედ ამ განსხვავებაზე ვისაუბრებთ.
მოდი, ჯერ ზოგადად ავხსნათ რას ნიშნავს პასტერიზაცია — ეს არის პროცესი, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გასანეიტრალებლად, მოსაკლავად სითხე თუ საკვები რაღაც კონკრეტულ ტემპერატურამდე ცხელდება (მინიმუმ 60°). მიუხედავად იმისა, რომ კვების ინდუსტრიაში ეს მეთოდი მიღებულია, კვებით ღირებულებაზე, მან მაინც შეიძლება, ნეგატიური გავლენა იქონიოს.
თუ გავიხსენებთ, როგორ მზადდება კომბუჩა, ეს არის ფერმენტაციის პროცესი. ,,ჩაის დედა’’ იგივე SCOBY, რომელიც კეთილი ბაქტერიების კულტურაა მოიხმარს ჩაიში არსებულ შაქარს. ფერმენტაციის დროს და მის შემდეგაც, სითხეში კეთილი ბაქტერიები (პრო&პრე ბიოტიკები, ანტიოქსიდანტები, ვიტამინები) ცოცხლად აგრძელებენ ცხოვრებას. მართალია, ფერმენტაციასაც სჭირდება კონკრეტული ტემპერატურა, თუმცა, ეს გარემო ოთახის ტემპერატურა — 20-25°-ია, ორგანული კომბუჩა ამ პროცესის გარდა, აღარ ცხელდება. ბოთლში ჩამოსხმა და გაგრილება, სასარგებლო ბაქტერიებს აღარ ამრავლებს, თუმცა, ჯანსაღ გარემოს უნარჩუნებს, ანუ ისინი კვლავ ჩვეულ რეჟიმსა და გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას. სწორედ ამის გამო, ბუნებრივი კომბუჩა ადამიანის ორგანიზმისთვის და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო უამრავ თვისებას, როგორიცაა, კუჭნაწლავის მიკრობიომის გამართულად ფუნქციონირება, მონელების პროცესის გაუმჯობესება თუ მთლიანი ორგანიზმის სიჯანსაღე, უსაფრთხოდ ინარჩუნებს. სწორედ ასე, ცოცხლად ვამზადებთ SWEE კომბუჩას და ბოლომდე ვინარჩუნებთ მის ორგანულობას.
რაც შეეხება, პასტერიზებულ კომბუჩას, ის რადიკალურად ცვლის ტრადიციული კომბუჩას დაყენების პროცესს. ამ დროს სითხე ისე ცხელდება, რომ სასმელში სასარგებლო ბაქტერიები, როგორიცაა პრობიოტიკები თუ ფერმენტები კვდებიან, რაც შესაბამისად, კომბუჩას უკარგავს ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო თვისებებს. გარდა ამისა, ზოგისთვის შეიძლება ძალიან შესამჩნევი არ იყოს, თუმცა, პასტერიზაცია კომბუჩას უნიკალურ მომჟავო გემოსაც ცვლის და სიმკვეთრეს უკარგავს. ასეთი გზით დაყენებული კომბუჩა შაქრიანი გამაგრილებელი სასმელების კატეგორიასთან უფრო ახლოს დგას, ვიდზე ცოცხალი ფუნქციური სასმლის სტატუსს ატარებს. ასე, რომ თუკი, კომბუჩას ტრადიციული, ნამდვილი გემოთი დაინტერესდები, დახლებსა და თაროებზე SWEE კომბუჩა შეგიძლია, შეათვალიერო.