Skip to content

რა არის ფერმენტაცია და რატომაა აუცილებელი ფერმენტირებული საკვების მიღება?

გამოქვეყნებულია 17 ივლისი, 2024 | 2 წუთი წასაკითხად | გაზიარება
ბლოგში წაიკითხავთ

ალბათ, გსმენია, რომ ფერმენტირებული საკვებისა თუ სასმლის მიღება არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიცაა. მოდი, ავხსნათ რა არის ფერმენტაცია, რატომაა ის ასეთი საჭირო ჩვენი ორგანიზმისთვის და რატომ გვირჩევენ ყოველდღიურ რაციონში ფერმენტირებული პროდუქტის აუცილებლობას.

დავიწყოთ პროცესის განმარტებით. ფერმენტაცია სრულიად ბუნებრივი პროცესია, რომელსაც საუკუნეებია ვიყენებთ და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ბიოტექნოლოგიურ ხელსაწყოდაც კი, შეგვიძლია, მოვიხსენიოთ. მისი დახმარებით საკვების და სასმლის უფრო მარტივ და სასარგებლო ნივთიერებებად გარდაქმნა შეგვიძლია. ნივთიერებათა ცვლის ამ პროცესს ორი მთავარი კომპონენტი სჭირდება: ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა კეთილი ბაქტერიები და შაქარი. კომბუჩას შემთხვევაში, კი სკობი, იგივე ჩაის დედა, რომელიც კეთილი ბაქტერიებისა და საფუარის კულტურაა და შაქარი.

ფერმენტაციის პროცესის მთავარი ამოცანა ისაა, რომ შაქრისგან ცოცხალმა უჯრედებმა ენერგია მიიღონ. უფრო დაწვრილებით კი, კეთილი ბაქტერიები წარმოქმნიან ფერმენტებს, რომლებიც შლიან კომპლექსურ ნახშირწყლებს უფრო მარტივ ნივთიერებებად, ამ შემთხვევაში, შაქარი იშლება ფრუქტოზად და გლუკოზად. ამ მარტივ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, რაც შესაბამისად, მეტაბოლიზმის პროცესს უწყობს ხელს. ხოლო შემდგომ ეტაპზე ამ შუალედურ პროდუქტებს კეთილი ბაქტერიები რძემჟავად, ძმარმჟავად და ნახშირორჟანგად გარდაიქმნიან.  მიღებული მჟავები არა მხოლოდ განსხვავებულ გემოს ქმნიან პროდუქტში, არამედ ბუნებრივი შემნახველების როლსაც ასრულებენ და პროდუქტს მავნე ბაქტერიებისგან იცავენ.

ასეთი თვისებებიდან გამომდინარე, ფერმენტაციის გზით მიღებული საკვებისა თუ სასმლის ყოველდღიურ რაციონში დამატება სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მთავარი ბენეფიტების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • მომნელებელი სისტემის სიჯანსაღე
ფერმენტირებული პროდუქტები აუმჯობესებენ მომნელებელი სისტემის სიჯანსაღეს. ისინი შეიცავენ პრობიოტიკებს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის მიკრო ფლორის აღდგენა და სიჯანსაღის შენარჩუნება. შესაბამისად, ხელს უწყობს მონელების პროცესს, ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან ერთად აუმჯობესებს იმუნიტეტის ფუნქციონირებასაც.
  • საკვების ღირებულების ზრდა და ათვისება

ფერმენტაციის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამ დროს პროდუქტის საკვები ღირებულება იზრდება. მათი მიღება ადამიანის ორგანიზმს ეხმარება უკეთესად აითვისონ საჭირო საკვები ნივთიერებები. ფერმენტაციის პროცესი შლის კომპლექსურ მოლეკულებს უფრო მარტივ ფორმებად, რაც ჩვენ ორგანიზმს უადვილებს მათ მოხმარებას. შედეგად, ფერმენტირებულ პროდუქტებში არსებული ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების ღირებულებაც იზრდება და ბიოათვისება კი, უფრო მარტივი ხდება.

  • იმუნიტეტის გაძლიერება

ფემრენტირებულ საკვებში არსებული პრობიოტიკები ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას. ისინი ხელს უწყობენ ანტისხეულების წარმოქმნას  და იმუნური საპასუხო რეაქციების გაძლიერებას. რაც ამცირებს ინფექციების გავრცელების რისკებს და მთლიანი იმუნიტეტის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს

  • და უბრალოდ გემოთა მრავალფეროვნებას გვთავაზობს

ფერმენტაცია საკვებსა და სასმელს უნიკალურ გემოებს, ტექსტურებსა და არომატებს ანიჭებს, რაც მათ უფრო სასიამოვნოსა და მრავალფეროვან ხდის. ისეთი ფერმენტირებული პროდუქტები, როგორიცაა მაწონი, იოგურტი, კომბუჩა, კიმჩი თუ სხვა, განსხვავებული გემოების დაგემოვნებისას ფართო არჩევანს ქმნიან.

რომ შევაჯამოთ, ფერმენტაციის ეს ბუნებრივი პროცესი არა მხოლოდ კულინარიულ გამოცდილებას აღრმავებს, არამედ ჯანმრთელობისთვისაც უდიდეს სარგებელს ქმნის. მათი ყოველდღიურ რაციონში დამატება კი, ნამდვილად ჯანსაღი გადაწყვეტილებაა. შეგიძლია, ჩვენი SWEE კომბუჩათი დაიწყო ფემრენტირებული სამყაროს აღმოჩენა და ყველა ბენეფიტი საკუთარ თავზე გამოსცადო.