არის თუ არა შაქარი კომბუჩაში?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების დამსახურებით, კომბუჩა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. თუმცა, მისი ბენეფიტების მიუხედავად, ხანდახან ჩნდება ბუნდოვანება — შეიცავს თუ არა კომბუჩა შაქარს. ზოგი ადამიანის აზრით, კომბუჩა შაქრის მაღალი შემცველობით ხასიათდება, საწინააღმდეგოდ კი, ასაბუთებენ, რომ შაქარი ფერმენტაციის პროცესის მიმდინარეობისას გარდაიქმნება და შესაბამისად, მისი რაოდენობა საბოლოო პროდუქტში მცირდება ან საერთოდ აღარ რჩება.
რეალურად, ,,არის თუ არა შაქარი კომბუჩაში’’ კითხვაზე მოკლე პასუხი არის — კი, თუმცა, აქ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი ფორმით. ახლა კი, ყველაფერი დაწვრილებით ავხსნათ.
კომბუჩა ჩაის ფერმენტაციით მზადდება. ფერმენტაციის პროცესი რომ შედგეს, საჭიროა ე.წ SCOBY, იგივე ,,ჩაის დედა’’, რომელიც კეთილი ბაქტერიების კულტურაა და მასთან ერთად შაქარი. ამ პროცესის მიმდინარეობისას ჩაის დედა მოიხმარს და გარდაქმნის შაქარს, ანუ საქაროზას შლის ფრუქტოზად და გლუკოზად. შედეგად, კომბუჩაში შაქრის შემცველობა მცირდება და სითხეც უნიკალურ მომჟავო გემოს იძენს. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საბოლოო პროდუქტში დარჩენილი შაქრის რაოდენობა დამოკიდებულია ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობაზე.
საერთო ჯამში, კი, რაც უფრო დიდხანს მიმდინარეობს ფერმენტაციის პროცესი, მით უფრო მცირე რაოდენობის შაქარი რჩება საბოლოო პროდუქტში.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი კომბუჩას მწარმოებელი ბრენდები სხვანაირი გემოს მისაღებად, ძირითადად დასატკბობად, თავიან პროდუქტს შაქრის რაოდენობას ამატებენ. ამგვარი ტიპის პროდუქტებში შაქრის შემცველობა, რა თქმა უნდა, უფრო მაღალია, ვიდრე სახლში მომზადებულის ან ისეთი ბრენდების შემთხვევაში, რომლებიც კომბუჩას შაქარს არ ამატებენ. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება SWEE კომბუჩა, არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დამატკბობელს, ხოლო მისი ფერმენტაციის პროცესი 10 დღის განმავლობაში გრძელდება.
შაქრის გარდა, კომბუჩას დაყენება თაფლის ბაზაზეცაა შესაძლებელი, ამგვარი ტიპის კომბუჩა ჯუნკომბუჩაა. ამ ორ კატეგორიას შორის განსხვავება კი მხოლოდ ისაა, რომ კლასიკური ტიპის კომბუჩას ფერმენტაცია შაქრის გარდაქმნით მიმდინარეობს, ჯუნკომბუჩას შემთხვევაში კი, თაფლის.
ყველაფერი რომ შევაჯამოთ, კომბუჩაში შაქარი არის, თუმცა, მისი რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ფაქტორის გავლენით და თუკი, მას გემოს დასატკბობად დამატებითი შაქრის რაოდენობა არ ემატება, სითხეში შაქრის დარჩენის მთავარი განმსაზღვრელი ფერმენტაციის პროცესის ხანგრძლივობაა.
საბოლოოდ კი, მიუხედავად იმისა, რომ კომბუჩა, შეიძლება, რაღაც რაოდენობის შაქარს შეიცავდეს, ის უკვე გადამუშავებული, სხვა ფორმითაა სითხეში, რომელიც ადამიანისთვის ბევრად მარტივი გადასამუშავებელია. ეს თვისება კი, მას სხვა გამაგრილებელ სასმელებთან შედარებით ბევრად უფრო ჯანსაღ პროდუქტად აქცევს.