რა არის კომბუჩა?
ბოლო წლების განმავლობაში ადამიანები საგრძნობლად დაინტერესდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. რამაც, შესაბამისად, განაპირობა ჯანსაღი საკვებისა თუ სასმლის პოპულარობის ზრდა. მათ შორის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც საკმაოდ დიდი ყურადღება დაიმსახურა, კომბუჩაა. 90-იან წლებიდან ის ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული გახდა ამერიკაში, ხოლო 2021 წლისთვის ამერიკის ბაზარზე მისმა გაყიდვებმა $2.59 მილიარდი შეადგინა. რა არის კომბუჩა და რამ გამოიწვია მასზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, დაწვრილებით გიამბობთ.
კომბუჩა უძველესი აზიური სასმელია, რომელიც ჩაის ფერმენტაციით მიიღება. მისი წარმოშობის ადგილად ჩინეთი მიიჩნევა, ხოლო სახელი კორეელ ფიზიკოსს — დოქტორ კომბუს უკავშირდება, რომელმაც სასმელი იაპონიაში იმპერატორის სამკურნალოდ ჩაიტანა. გამაჯანსაღებელი თვისებების სიმდიდრის გამო კი, ის მარტივად გავრცელდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
ხშირ შემთხვევაში, კომბუჩა ფუნქციურ სასმელად კლასიფიცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არაალკოჰოლურია, სავსეა ვიტამინებით, ამინო მჟავებით, კეთილი ბაქტერიებით (პრო&პრე ბიოტიკები) და შეუძლია ადამიანის ორგანიზმის დეტოქსიკაცია. ანუ ჯანმრთელობისთვის საჭირო უამრავ ბენეფიტს ერთიანად შეიცავს. ცოცხალი, ბუნებრივი და თან გემრიელი სასმელი, როგორიც ჩვენი SWEE Kombucha-ა, არ შეიცავს არანაირ ხელოვნურ დანამატს თუ არომატიზატორს. გაზიან სასმელებთან განსხვავებით მას არ სჭირდება კონსერვანტები, შემნახველები თუ პასტერიზაცია. ამის მიზეზი ისაა, რომ ფერმენტაციის პროცესში ფორმირებული მჟავები იცავენ სითხეს მავნე ბაქტერიებისა თუ ობისგან, რათა ის არ დაბინძურდეს და გაფუჭდეს. ხასიათდება მკვეთრი, მომჟავო გემოთი, რითაც იზიდავს განსხვავებული არომატების მაძიებელ ადამიანებს. გემოს გამრავალფეროვნების მიზნით კი, მისი დაგემოვნება სხვადასხვა ცოცხალი ხილის წვენთან ერთადაცაა შესაძლებელი.
კომბუჩას მთავარი ხიბლი ჯანსაღი ცხოვრების ეპოქაში სწორედ ისაა, რომ ტკბილი გამაგრილებელი სასმელების და ალკოჰოლის ჯანსაღ ალტერნატივად შეგვიძლია, განვიხილოთ. ამის მთავარი მიზეზი კი, ისაა, რომ კომბუჩა საგრძნობლად მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავს, მაშინ როცა გაზიანი სასმელების უმრავლესობაც და რა თქმა უნდა, ალკოჰოლიც სავსეა შაქრით და კალორიებით, რაც ხელს უწყობს წონის მატებას, ჭარბწონიანობას და სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. საპირისპირო მხარეს კი, გვაქვს კომბუჩა. მართალია, მის დასაყენებლად ჩაისთან ერთად შაქარიც საჭიროა, თუმცა, მხოლოდ იმისთვის, რომ ე.წ SCOBY-მ, რომელიც კეთილი ბაქტერიების კულტურა, იგივე ,,ჩაის დედაა’’, მოიხმაროს შაქრის დიდი რაოდენობა და შედგეს ფერმენტაციის პროცესი. ფერმენტაციის დროს საქაროზა იშლება ფრუქტოზად და გლუკოზად, რასაც ორგანიზმი მარტივად ითვისებს. შედეგად სითხეში შაქარი, ძალიან მცირე რაოდენობით რჩება. ასე იქმნება დაბალკალორიული სასმელი, რომელსაც კვლავ სასიამოვნო გემო და არომატი აქვს.
კომბუჩა ბუნებრივად კარბონირებულია, აქვს ისეთი მკვეთრი, ოდნავ მომჟავო გემო, როგორიც ღვინოს ან ლუდს ახასიათებს. ასე, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ ისიამოვნონ სასმლით ალკოჰოლის ნეტაგიური ეფექტების გარეშე, კომბუჩა მშვენიერ ჩამნაცვლებლად გამოდგება. ფაქტია, რომ ადამიანების უმრავლესობა კომბუჩას დალევის შედეგად, თავს უფრო მხნედ, ფოკუსირებულად და ენერგიულად გრძნობს, ყოველგვარი დისკომფორტისა თუ ნაბახუსევის გარეშე, რაც ალკოჰოლის მოხმარებისას ხშირი თანმდევი მოვლენაა.
გარდა იმისა, რომ კომბუჩა გაზიანი გამაგრილებელი სასმელებისა და ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივაა, გამდიდრებულია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მრავალი ბენეფიტითაც. მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასარგებლო თვისება ისაა, რომ დიდი რაოდენობით პრო და პრე ბიოტიკებს, იგივე კეთილ ბაქტერიებს, შეიცავს. პრობიოტიკები ის ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც კუჭნაწლავში ცხოვრობენ და ჩვენი მომნელებელი სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. პრებიოტიკები კი, პრობიოტიკებისთვის სასარგებლო საარსებო გარემოს ქმნიან. მონელების გაუმჯობესების გარდა, კეთილი ბაქტერიები ზრუნავენ იმუნური სისტემის სიჯანსაღესა და ინფექციური პროცესების შემცირებაზეც.
კომბუჩა მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ისინი სწორედ ის ნივთირერებები არიან, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავენ. უჯრედის დაზიანება/გადაგვარება ძირითადად თავისუფალი რადიკალებითაა გამოწვეული. ისინი არასტაბილური მოლეკულებია, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ორგანიზმის დისბალანსი (oxidative stress) და ხელი შეუწყონ ისეთი ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას, როგორიცაა სიმსივნე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ანტიოქსიდანტები სწორედ ამ თავისუფალ რადიკალებს აკონტროლებენ ანეიტრალებენ და შედეგად, მთლიანი სხეულის დეტოქსირებაზე არიან პასუხისმგებელნი. შესაბამისად, კომბუჩას რეგულარული მიღება უზრუნველყოფს ორგანიზმში ანტიოქსიდანტების მდიდარი მარაგის ქონას, რამაც შეიძლება შეამციროს საშიში დაავადებების რისკები.
მართალია, კომბუჩას მთავარ სარგებელად კეთილი ბაქტირიები და ანტიოქსიდანტები არიან აღიარებულნი, თუმცა, მათთან ერთად ვიტამინებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. C, B2 და B6 ვიტამინები აძლიერებენ იმუნიტეტს, ზრუნავენ კანის ელასტიურობასა და სიჯანსაღეზე, ისევე როგორც ნერვიული სისტემის გამართულად ფუნქციონირებაზე და აუმჯობესებენ მხედველობის უნარს. ამის გარდა, B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებაში, მათ შორის, უზრუნველყოფენ ენერგიის (ატფ) შექმნის პროცესს, ხელს უწყობენ ტვინის გამართულად ფუნქციონირებას და სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებას.
რომ შევაჯამოთ, კომბუჩა საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ცდილობენ ფეხი აუწყონ ჯანსაღ ცხოვრებას, შეამცირონ ან სრულიად უარი თქვან ალკოჰოლზე და მის ნეგატიურ ეფექტებზე. მათთვის, ვინც ცდილობს კვების რაციონი უფრო ჯანსაღი გახადოს, დააბალანსოს შაქარი და კალორიები, თავი იგრძნოს მსუბუქად და ენერგიულად.
ასე, რომ თუ ეძებ ბუნებრივ სასმელს, რომელიც დაეხმარება ორგანიზმს სწორად ფუნქციონირებაში და გაგრძნობინებს სიჯანსაღეს, კომბუჩა — კეთილი ბაქტერიებით, ანტიოქსიდანტებით და ვიტამინებით სავსე ფუნქციური სასმელი, ცდად, აუცილებლად, ღირს. გასინჯე და თავად იგრძენი სიცოცხლით სავსე ცხოვრება.